panpiotar@yahoo.com გაგზავნეთ თქვენი სიზმრები ამ მისამართზე და გადაარჩინეთ ისინი სამუდამო დავიწყებისგან
Thursday, June 17, 2010
17.06.2010 (fee morgana)
დიდ სასადილო ოთახში ვისხედით ბუხართან. იატაკზე ფერადი ბურთები დახტოდნენ. ეს ბურთები ჩვენი მოჭრილი თავებისგან იყო გაკეთებული, მაგრამ დიდად არ განვიცდიდით უთავოდ დარჩენას და არც კისერი გვტკიოდა. სადღესასწაულოდ გვეცვა და შამპანურს ვსვამდით. მე ვიღაცისგან გავიგე რომ ქალაქში ეპიდემია იყო გავრცელებული ( ადამიანებს თავები ძვრებოდათ), მაგრამ მითხრეს მაინც აღარაფერი გვეშველება და არ ჩავიშხამოთ დღესასწაულიო. მერე ერთერთი ბურთი გადავარდა ფანჯრიდან და ვიღაცამ იყვირა, ნინომ სამუდამოდ დაკარგა თავიო.მე ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე როგორ მიფრინავდა ჰაერში წითელი ბურთი.
17.06.2010 (panpiotar)
კიდევ ერთი განათებული საცეკვაო დარბაზი. კოსტუმებში გამოწყობილი, წარბებგადაბმული ტიპები ცეკვავდნენ :D მე აივანზე ვიდექი, აივანი ოთახში შედოიდა...
მერე ჩაბნელებულ ოთახში ვიყავი. აჩი, წუწი, თორნიკე, მწვანე, ვაჟა და კიდე ვიღაცეები ვცდილობდით WINDOWS ის გადაყენებას. კედელზე ორი დიდი მონიტორი იყო ჩამოკიდებული. ძალიან დიდი მოტორები. ვერ აყენებდნენ. ისიც მახსოვს ყველას რაღაც ზებუნებრივი ძალები გვქონდა. მაგრამ ერთ უცნობს ქონდა ყველაზე მაგარი ნიჭი. ის გარეთ იდგა და იმალებოდა. თითქოს მტრები ვიყავით. ვერადა ვერ გადააყენეს. და მე გავედი იმ ტიპთან. ცოტა ხანში შევიპარეთ ერთად ოთახში. იმან ყველას რაღაც მწვანე ელექტრონული ქსელები მოახვია თავზე. მიაბა კედლებზე. თვითონ ყველა მეორე ნაბიჟზე უჩინარდებოდა. ბოლოს აჩი გააბა ქსელში. მე არაფერს მერჩოდა. მგონი იმიტომ რომ მე ვიყავი ის ტიპი. მაგრამ შეიძლება არც ვყოფილვარ, უბრალოდ ვგრძნობდი იმის ძალას. გარედან ვუყურდებდი, მაგრამ თან მე ვიყავი. ბოლოს ერთად დავსხედით. ქსელები მოეხსნათ ყველას. მგონი ხუმრობა იყო. თორნიკე აიპოდს უსმენდა. თეთრი ყუსრასმენები ქონდა ყურებში გარჭობილი და ცეკვავდა. შე სიროო მწვანე ეძახდა. ბოლოს windows ვერაფერი უშველეს. მე დავიგრუძე. აჩის ვუთხარი მეც ვრაც გადავაყენებ თქო, მაგრამ იმან მითრა შენ გადააყენებო. უცბად ფანჯარა გაიხსნა, წუწის ფრთები გამოუვიდა. ნაცრისფერი ფრთები და გაფრინდა. გაეკიდეთო დაიძახა ვიღაცამ, მაგრამ ფანჯარა აღარ იყო. უცბად დაგვავიწყდა წუწი და მარიოს თამაში დავიწყეთ.

Wednesday, June 16, 2010
16,06,2010 (panpiotar)
zappa-ს კონცერტზე ვიყავი. თვითონ ზაპას ვერ ვხედავდი. მუსიკაც არ მესმოდა, მაგრამ მაგრა ვატრაკებდი :D უამრავი ხალხი ირეოდა. ძალიან ნათელი დარბაზი იყო. ვიღაცას ვეკითხებოდი კონცერტზე განათებული დარბაზი რატომ არის მეთქი. იმან მიპასუხა ჯეკ ბაუერის ბრალიაო :D გავიფიქრე ძალიან ბევრს ვუყურებ 24 საათს თქო :))) დარბაზიდან გავედი. გზაში ვიღაც ქალი შემხვდა, ძუძჲებს მოათრევდა. პირდაპირი მნიშვნელობით მოათრევდა! ზძალიან მსუქანი იყო. გვერდით ქმარი მიყვებოდა. ხალხა დაცინა. მაგრამ დაცინა არა ქალს, კაცს. მე გვერდი ავუარე და შავი რენოების დერეფანში გავიარე. ავტოგარაჟი იყო. ვიღაცეები ვაჭრობდნენ. 3000 რა ამბავიაო ერთი ჭიჭყინებდა. პატრონმა თუ არ გინდა დაახვიეო. მერე გამახსენდა, რომ ავტოგარაჟი მქონდა დასახაზი და ისე დავიგრუზე გამეღვიძა :))
Tuesday, June 15, 2010
15.06.2010 (LiLaC)
ვიღაცის პანაშვიდი იყო ჩემი დაქალის სახლში. დათოც იქ იყო და ვცდილობდი მასთან ახლოს მეტრიალა . სახლში ელენესთან ერთად მოვდიოდი, მეგონა დათოც უკან მომყვებოდა და ვცდილობდი, ნელა მეარა, რომ წამომწეოდა. ცოტა ხანში სულ მარტო ავღმოჩნდი, ელენეც ჩამომრჩა. დავჯექი ტროტუარზე და ველოდებოდი, მაგრამ იმათგან არავინ ჩანდა. მერე მანქანების დიდმა კოლონამ ჩამიარა. საჭესთან ჩემი ყოფილი რედაქტორები ისხდნენ, უკან ვიღაც ბავშვები, მაგრამ ჩემები - არა. ბოლოს ავდექი და ისევ უკან დავბრუნდი, მაგრამ იქაც არავინ იყო. დავიწყე რეკვა. ჯერ ელენეს ვურეკავდი, არ მპასუხობდა... მერე წამოვედი სახლში და ცირა დეიდას დავურეკე, ქეთი და გიო თუ მოვიდნენთქო. თან იმაზე ვნერვიულობდი, რომ 9 წამი მქონდა სალაპარაკო (ეს რეალურადაც ასეა:D ) და მოვასწრებდი თუ არა. ხმა ძაან შორიდან მესმოდა, მაგრამ, მგონი, მითხრა, კი, უკვე სახლში არიანო...
მერე მარტო ის მახსოვს, რომ ძალიან მწყდებოდა გული, დათოს რომ ვერ ველაპარაკე :(
მერე მარტო ის მახსოვს, რომ ძალიან მწყდებოდა გული, დათოს რომ ვერ ველაპარაკე :(
Monday, June 14, 2010
14.06.2010 (panpiotar)
ვიღაც ბავშვი მეჯდა კალთაში. ვეფერებოდი. იქამდე რაღაც ბაღის ბორცვზე ვიჯექი და რომელიღაც ამერიკული ქალაქის ცათამბჯენებს ვუყურებდი. ისიც მახსოვს როგორ ვივსებოდი შურით იმ ადამიანებზე, რომელიც ცათამბჯენების ქვევიდან შეხედვაც შეეძლოთ... მერე ისევ ბავშვს ვეფერებოდი. მოგნი. ამერიკას ვეძახდი. დედამისმა ამერიკას რატო ეძახიო... ბოლოს დედამ გამომართვა და მთხოვა სადღაც წამეყვანა. მერე რატომრაც ქვაბში ჩააწვინა, ქვაბი ცეცხლზე დადგა. ბავშვი მთლიანად დაიფარა წყლით. თვალები გახელილი ქონდა. მე ვუთხარი თვალები მოეხარშებათქო. დედამ ხელი ჩაყო და დაუხუჭა. მერე ქვაბი აიღო და ხელზე დამადო - ეხლა წაიყვანეო. ხელი არ დამწვია. მაგრამ ბავშვი უცბად დაპატარავდა. მგონი ერბოკვერცხად გადაიქცა. მთელი სხეული დაეშალა. ორი პატარა თვალი დაცურავდა წყალში ცალცალკე. მე დავიზმენდი, ვიფიქრე ჩემი ბრალიათქო, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. დედამისმა მითხრა ეს ტრანსპორტირების ჩვეულებრივი ფორმააო. ტაფა გადამიყირავდა, ერთ თვალი მიწაზე დავარდა. იმდენად პატარა იყო, რომ ძლივს იპოვნა დედამისმა თვალი და უკან უკვე ტაფაში ჩააბრუნა.
14.06.2010 ( fee morgana)
გუსჰინდელი სიზმრიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ ვიღაც ქალმა, სავარაუდოდ ემიგრანტმა დედოფალმა, რომელიც ერთ-ერთი მეცნიერის სამუშაო ოთახში ცხოვროდბა გააჩინა ტყუპები და თვითონ მოკვდა. ახალშობილები თოჯინები იყვნენ, შუშის თვალები და ოქროსფერი მოკლედ თმა ჰქონდათ. ერთ-ერთ მათგანს თვალი მოსტაცა შავმა პუდელმა, ამიტომ ბავშვი მალევე გარდაიცვალა და დედის გვერდით დაასვენეს დიდ საძინებელ ოთახში. ისიც მახსოვს, რომ თოჯინების სიკვდილში დაადანაშაულეს მათი მამა (მეცნიერი). რომელიც მასონთა ლოჟის წევრი იყო. ერთი თვის განმავლობაში ოტახში იყო ჩაკეტილი და 24 საათის განმავლობაში ჯოკერს თამაშობდა სხვა მასონებთან ერთად online ქსელის საშუალებით. მე ამ ხნის მანძილზე კიბეზე დავრბოდი, მაგრამ მე რა შუაში ვიყავი სიზმრის გმირებთან არ მახსოვს.
12.06.2010 (fee morgana)
გრძელი ხეივანი მაქვს გასავლელი. აფთიაქს ვეძებ. შემოდგომაა და ქვაფენილი დაფარულია გაყვითლებული, უკვე დამპალი ფოთლებით. ვცდილობ მიწაზე ისე დავაბიჯო ფეხი, რომ ფოთლებს არ შევეხო, მაგრამ ვერ ვახერხებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კარგი გასართობია. ხეივნის ბოლოს აფთიაქს ვხედავ. შენობამდე დიდი საპარადო ქვის კიბე ადის, რომელიც ასევე ფოთლებითაა დაფარული. აფთიაქს მინის კარი აქვს. იქ სამი ახალგაზრდა მუშაობს. მე ვხვდები, რომ ეს შენობა ძალიან ძველი, დაახლოებით სამასი წლისაა და მისი არსებობის შესახებ აღარავინ იცის. ვყიდულობ მალამოს და ოც მწვანე ფურცელს, რომელიც LSD მგონია. მერე დედას ვეძებ უშედეგოდ, სამაგიეროდ ვხვდები ჩემი სკოლის ყოფილ დირექტორს, რომელიც თავის ახლადშეძენილ უხარისხო გაზქურაზე მეწუწუნება,(გაზქურა ჭერზეა დამონტაჟებული) მერე შემწვარი კარტოფილით მიმასპინძლდება. ბოლოს მახსოვს, რომ დიდი საბაგიროთი სახლში მივდივარ, რომელიც დანგრეული მხვდება
Sunday, June 13, 2010
13.06.2010 ( panpiotar)

მთელი ღამე red lights street ზე დავდიოდით მე და მწვანე იაფი ბოზების ძებნაში. მაგრამ ფული არ გვქონდა. ყველა გვეკაიფებოდა, ქართველებს ჰოლანდიაში მოუნდათ ჟიმაობაო. ერთ ბორდელში შევედით ერთმანეთძე მახინჯები იყვნენ ქალები. მგონი მუტანტებიც იყვნენ, ვიფიქრეთ აქ მაინც იქნება იაფი, მაგრამ ვიღაც ქალმა გვითხრა, ეს ყველაზე ძვირი ბორდელია მთელს მსოფლიოშიო. გამიკვირდა. გამოვედით. ისევ დავდიოდით ქუჩაში. ქვაფენილზე ნარწყევი დავინახეთ, მწვანე გადაახტა, მე ჩავაბიჯე. ვიღაც წითელთმიანმა და წითელლიფიანმა მეძავმა დაცინვით მითხრა ისევ ცირკთან მიდითო. გამიკვირდა საიდან იცოდნენ ჰოლანდიაში ცირკი. იმან მითხრა ჩვენი პროფესიაა და ყველაეფრი ვიცითო. მწვანე სადრაც გაქრა. ვიფიქრე იშოვა ქალი თქო, და აგრა გამიტყდა. ქალმა მითხრა ტრანსვისტიტები არიან შავი მთვარის მესამე ასახვევშიო. გამხიარდა. ვუთხარი აქამდე რატო ვერ მოვიფიქრე თქო. ხო შვილოო მიოპასუხა. წავედი მარტო. იქვე იყო. ამერიკული ბარების კარები ეკიდა. ვირაც მახინჯმა კაცმა გამიღო. შევედი ოთახში სადაც უამრავი ტრანსვისტიტი იჯდა. მწვაენ შევამჩნიე ყლეგამოჭრილი იჯდა სავარძელში. ვკითხე გვეშველა თქო?? იმან კი მიდი აირჩიეო. უცბად მივხვდი, რომ 10 ევროთ მთელი ბორდელის "ქალები" ჩემი გახდებოდა... სამწუხაროდ გამეღვიძა :D
Saturday, June 12, 2010
12.06.2010 (fee morgana)
ზაფხულობით, მდინარის პირას ქვის ციხესიმაგრე ჩნდება, სულ ცოტა ხანია რაც ის შეამჩნიეს, ამიტომ ხალხში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ნაგებობას დღისით ვეღარავინ ხედავს, იმიტომ რომ მდინარის სანაპირო მთლიანად გვიმრით და ანწლით იფარება. ახლა ღამეა. მაღალი კლდიდან ვუყურებ განათებულ ტრასას, რომელიც მდინარის კალაპოტს მიყვება და ციხესიმაგრისკენ მიდის. გზაზე უამრავი ადამიანი მოძრაობს, მაგრამ მე ისინი ობობები მგონიან. ციხესიმაგრიდან მუსიკის ხმა ისმის, ხალხი ცეკვავს, მე ზუსტად კლდის ქიმზე ვდგავარ სადაც დამტვრეული სამფეხა სკამი დევს. მინდა ჩავიდე მდინარესთან, მაგრამ ბავშვები დამალობანას თამაშობენ და არ უსმენენ ჩემს თხოვნას.
Thursday, June 10, 2010
09.06.2010 (panpiotar)
თავუიდან მხოლოდ ის იცოდა, რომ სიზმრებს ვაგროვებდი. მერე სხვა რაღაცეებიც გაიგო... მითხრა ტექსტი, რომელლიც თვითონ უნდა მეთქვა მისთვის. გამიკრივრდა. მალე ყურადღება წყლის ხმიაზე გადავიტანე. გავიქეცის იქით, საიდაანც ხმა მოდიოდა. ოთახში შევვარდი. საძინებელი იყო, და საძილენებში ონკანი მოდიოდა. დავიყვირე ჩართული დამრჩა ონკანითქო. ოთახი საკმაოდ დიდი იყო. ბოლოსკენ საწოლი იდგა, საწოლზე მობილური იდო. წყალზე დიდი ფოთლები დაცურავდა. ფოთლების გავლით მივედი წყლამდე, ისე რომ ფეხი არ დამსველებია. ავიღე მობილური და 03 ზე დავრეკე. მერე უკან მინდოდა გამოსვლა, მაგრამ ფოთლები ჩემს სიმძიმეს ვერ უძლებდნენ. მერე აღარაფერი აღარ მახსოს.
09.06.2010 (fee morgana)
დილით ქალაქში მუშებმა რკინის ჟანგიანი ჭიშკრების დამონტაჟება დაიწყეს. ბრძანება გაიცა, ყველა სახლის თუ სადარბაზოს წინ აუცილებლად უნდა ეკიდოს რკინის კარი. ქალაქში ბუნტია, ეს მთავრობა სულ ამახინჯებს ქალაქის იერსახესო. მე ვამტკიცებ რომ ეს იდეა ძალიან საინტერესოა არქიტექტურულად და თავი მაგარი ტიპი მგონია, იმიტომ რომ მთელ ქალაქში მარტო მე მივესალმები ამ წამოწყებას.(არადა გულის სიღრმეში არც მე მომწონს) ქალაქი გავსებულია ამწეებით და ჯართით. ქუჩები გადათხრილია. ცოტა ხანში ხალხი ამჩნევს, რომ ჭიშკრების ახლოს ძალიან სწრაფად იზრდება ნაძვის ხეები, ღამით კი ადამიანები ქრებიან. ჩემმა მეზობელმა თქვა ,ალბათ გირჩები იტაცებენ და გამოქვაბულებში მალავენო. მე მჯერა და ვამბობ, რომ აღარასდროს გავალ ღამით სახლიდან.
09/06.2010 (LiLaC)
ბავშვები ვართ ჩემი მეგობრის კლასელის ოჯახში. ამ კლასელის ცოლი ორსულადაა და კიდევ ერთი გოგო, ვინც მე მახლავს, ისისც ორსულადაა. ძირითადად, ბავშვებზე ვსაუბრობთ. მერე მიხო (ოჯახის უფროსი :)) ბიჭებს ლუდზე ეპატიჟება
* * *
მე მივდივარ ქუჩაში და ვცნობ ამ ადგილებს. ეს არის სოლოლაკიდან თავისუფლებაზე ჩასასველი გზები. ვფიქრობ, ხომ არ დავურეკო ჩემს ყოფილ შეყვარებულს, რომელიც იქვე ცხოვრობს, მაგრამ, მგონი, არ ვურეკავ. მერე ჩავდივარ მიწისქვეშა გადასასვლელში, მოპირდაპირე კიბეზე ჩამოდის მღვდელი, რომელიც ხმამაღლა რითმავს ლექსს პატრიარქზე.
* * *
დიტო და სალომე (მგონი) სეხდან და ლაპარაკობენ იმაზე, რომ ის გოგო, ვინც მე სკაიპში მომწერა და ნინის სახელით გამეცნო, სინამდვილეში დიტო იყო. მე ცოტა ხნით გავდივარ და რაღაც დარბაზში დათოსთან ერთად manchester united-ის ჰიმნზე ტანგოს ვცეკვავ. ამ დროს ვხედავ, რომ დედაჩემ გარეთ, სკამეიკაზე ზის, მაგრამ ჩემკენ არ იხედება.

Wednesday, June 9, 2010
09.06.2010 (fee morgana)
ჭაობის პირას ვისხედით ისეთ უსიერ ტყეში, რომ მზის შუქი ჩვენამდე ძლივს აღწევდა. ბაყაყების ხმა მესმოდა, ამიტომ ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. ჭაობის პირას მრგვალი მაგიდა და ხუთი სკამი იდგა. მაგიდაზე ჭუჭყიანი პლასტმასის ბოთლები ეყარა და მხოლოდ ერთში ნახევრამდე შავი ღვინო ესხა. ჩემს გვერდით მჯდომი (აღარ მახსოვს ვინ იყო, ან საერთოდ არ მინახავს) მთელ კონა კამის ფოთლებს ჭამდა. ვუყურებდი და ვგრძნობდი როგორ მერეოდა გული, ის კიდევ უფრო მადიანად ილუკმებოდა. ტირილი დავიწყე ეს ბიჭი აქ რატომ წამოიყვანეთ თქო. მერე ძველ თბილისში აგმოვჩნდი მოედანზე, ჩემს ირგვლივ ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ მანქანები განუწყვეტელი სიგნალით. ტროტუარზე გადასვლა მინდოდა,მაგრამ ვერ ვახერხებდი. მერე დავინახე როგორ გადაიქცა ავტობუსი პატარა გოჭად და ბუჩქებში დაიმალა. მე ჩემს დაქალს ვუთხარი, მაგრამ იმან არ დამიჯერა და მითხრა ახლა სიზმარში რომ ხარ იმიტომ დასდევ ავტობუსებს და გოჭებსო.
Tuesday, June 8, 2010
08,06,2010 (panpiotar)
საფლავების საერთაშორისო დღე იყო. მთელი მსოფლიო სასაფლაოებზე იყო. მე სადაც ვიყავი ბევრი ხალხი იყო. მაგრამ უცბად წყალდიდობა დაიწყო და ყველანი გავრბოდით. სადრაც მაღლა მივდიოდით. ჭყლეტვა იყო. ვიღაც ტიპი მტაზე იდგა და ხალხს ეძახდა კიდობანში შემოდით ჟირაბებტან ადგილი დარჩაო (ნოე არ ყოფილა ოღონთ :D ) სიზმარი დიდი ხანი გრძელდებოდა, მაგრამმეტი არაფერი არ მახსოვს
08,06,2010 (panpiotar)
ავატარის ვარდისფერი ხეების ჩრდილში დაგრეხილი გზით მივდივართ მე და დედაჩემი. მალე დიდი ტბის ნაცრისფერ ქვიშიან ნაპირზე აღმოვჩნდით. მე ვუთხარი დედას, რომ თვითონ ნაპირთან, ცოტა ჩაღრმავებულ ადგილზე ყოველთვის 10 გრადუსით უფრო ცივა ვიდრე ზევით. ჩავედით სანაპიროზე სადაც უცნაური ცხოვრლების გამოფენა იყო. უამრავი ცხოვრელი იყო თავის პატრონებთან ერთად, მაგრამ არც ერთი არ არის ნამდვილი ანუ რეალურად არსებული ცხოველი. ჩვენ ჩრდილოეთისკენ წავედით. გზაში დელფინისნაირმა დიდმა ხვლიკკმა შემაშინა. ფერადი ლაყუჩები ქონდა. გზაში ძაღლისნაირი რაგაც ცხოველი შემომახტა, მაგრამ იმის არ შემშინებია. ბევრი ვიარეთ და რაღაც წითელ ირემტან გავჩერდით. ირემის არაფერი უგავდა. რო თქვა პატრონმა ირემიაო გამიკვირდა. არც რქები ქონდა, და უფრო სათამაშოს გავდა ბაზრობებზე რომ იყიდება. არც ერთ ცხოველს რომ არ გავს.
პატრონი ძან უცნაური ქალი იყო. ბინძური. დედაჩემმა რარაც კითხვები დაუსვა. მარგამ არ მახსოვს. ერთი ის მახსოვს, კითხა რამდენი წლისააო. ქალმა უთხრა რვისო, მაგრამ მალე იზრდება და ამ ზაფხულში რქებიც ამოუვაო. მერე მე ვკითხე რას ჭამსთო, მიპასუხა ხინკკალსო, მაგრამ გაგვითავდა და ეხლა შიაო, და ჯიბიდან რაღაც ხურდები ამოიღო, მეც ამოვიღე და დედაჩემმაც. იქვე სახინკლე იყო და იქ ვაპირებდით შესვლას, მაგრამ გამეღვიძა საბედნიეროდ :D

08.06.2010 (fee morgana)
ზაფხულობით, მდინარის პირას ქვის ციხესიმაგრე ჩნდება, სულ ცოტა ხანია რაც ის შეამჩნიეს, ამიტომ ხალხში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ნაგებობას დღისით ვეღარავინ ხედავს, იმიტომ რომ მდინარის სანაპირო მთლიანად გვიმრით და ანწლით იფარება. ახლა ღამეა. მაღალი კლდიდან ვუყურებ განათებულ ტრასას, რომელიც მდინარის კალაპოტს მიყვება და ციხესიმაგრისკენ მიდის. გზაზე უამრავი ადამიანი მოძრაობს, მაგრამ მე ისინი ობობები მგონიან. ციხესიმაგრიდან მუსიკის ხმა ისმის, ხალხი ცეკვავს, მე ზუსტად კლდის ქიმზე ვდგავარ სადაც დამტვრეული სამფეხა სკამი დევს. მინდა ჩავიდე მდინარესთან, მაგრამ ბავშვები დამალობანას თამაშობენ და არ უსმენენ ჩემს თხოვნას.
08.06.2010 (LiLaC)
რაღაც სახურავზე ვართ ბავშვები. თან სახურავია, თან დიდი, გაშლილი მინდორი...
მერე უცბად ამოვარდება საშინელი ქარი. აღარ მახსოვს, მგონი ვცდილობთ, რომ ქარმა "არ წაგვიღოს"
* * *
სიზმრის მეორე ნაწილიდან მარტო ის მახსოვს, რომ ვარ რაღაც შენობაში, მგონი უნივერსტეტია, ოღონდ ისეთი არა, როგორც სინამდვილეში. ერთერთ აუდიტორიაში კონცერტი თუ ლექცია ტარდება, მერე დერეფნებში უაზროდ დავრბივარ... უფრო სწორად, ახლა მგონია, რომ უაზროდ, თორემ სიზმარში აშკარად რაღაც საქმეებს ვაგვარებდი.

Monday, June 7, 2010
07.06.2010 (panpiotar)
მიშამ სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა საქარველოში მომუშვანე ყველა მებალე შეკრიბეთ ერთად და გამაცანითო(მებალე ანუ ბალის ხის ნარგავებს ვინც რგავს ან რავი ხზ.) სირულ ბლანჟჳანმა მინისტრმა - მხოლოდ სამნი არიანო. ან ოთხნიო. მოკკედ უცბად ტელევიზორში ჩნდება სიუჯეტი სამ მებალე ქალზე. როგორც გადასცემს პრეზიდენტი ღირსების ორდენს და დამსახურებული მებალეები უცბად პოპულარულები ხდებიან.
სამი მებალე იყო. სამივე მაღალი და ლამაზი ქალი. ორდენები რო გადასცეს თან ფულიც მისცეს ბევვრი. და ერთმა თქვა მე მხოლოდ ბალის ნერგების ყიდვაში დავხარჟავო. მეორემ თქვა შვილს შევიყვან სკოლაშჳო და მესამემ ხზ.
მერე ტელევიზორში მოგვიწოდებდნე, რომ მიგვებაძა შრომით მებალეებისთვის. ერთი სლოგანი გაიჩითა - გახდი შენი ქვეყნის მებალე!!!!

გზაზე სიმეტრიულად განლაგებული პატარა გუბეები და დიდი ეკრანი ნაპირეზე. ამერიკულ ფეხბურთს უყურებენ ყვითელმაიკიანი ტიპები. ერთი ტიპპი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. მელოტი იყო და უშველებელი ცხვირი ქონდა. არ ვიცი რატო მაგრამ იმ მომენტში ტასმანაა თქო ვიფიღე, მაგრამ არ იყო ტასმანა. ჩვეულებრივი ტიპი უიყო, აშკარად არაქართველი. გვერდით ვიღაც მომყვებოდა და თქვა - სუ გაუბერეს ამ ქართველებმა, პოლოდან ამერიკულ ფეხბურთზე გადავიდნენო. მე გამეცინა.
...
უკანასკნელი ფრანგული მანქანა. თითქოს სარანგეთში მანქანების გამოშვება შეწყვიტეს. მანქანა მწვანე და მრგვალი ფარები აქვს. საჭე მარცხნივ. უკან ფარები საერთოდ არ აქვს. ამ მანქანაზე ოცნებობენ ყველაზე ფულიანი ტიპები. მაგრამ მხოლოდ სამ ადამიანს ყავს. ორი არ მახსოვს, ერთი ჩემს მეზობელს ყავს... მთელი ცხოვრება ტროლეიბუსით დადიოდა და რა ჩემი ფეხებით იყიდა მანქანაო - ვიღაცამ თქვა. მეორემ უპასუხცა მაგიტომაც დადიოდა ტროლეიბუსით რო ეგ მანქანა ეყიდაო. ხოდა იარე ეხა შენ ტროლეიბუსითო. ეს რო თქვა ისეთი სიცილი ამიტყდა თვალები დამიმძიმდა, ვეღაც ვიხედებოდი, სადრაც მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ მივდიოდი ვერაფერს ვერ ვხედავდი. (სიზმრიდან გამოსვლის დროს რო ხდება ხოლმე) და გამეღვიძა

07,06,2010 ( პეპილოტა)
საჰაერო ბუშტი დამესიზმრა, დახატვა მომინდა რაღაცნაირი იყო... შიგნიდან ძლიერი ყვითელი შუქი გამოდიოდა ოთხ სვეტად. დაა მელოდებოდა სანამ ჩავჯდებოდი, ავიდოდი და სოსმოსური ხომალდივით გრუხუნებდა მეგუდულად. მანამდე სხვა შინაარსის სიზმარი მესიზმრა, მაგრამ აღდგენა მიჭირს მთლიანად - ვიღაცას ვეჩხუბებოდი მგონი ძალიან მაგრა ( მაგრამ საერთოდ სხვა და სხვა ამბავ იყო.
Subscribe to:
Posts (Atom)