Friday, June 18, 2010

18.06.2010 (fee morgana)

აკადემიაში ვიყავით და მგონი რაღაცას ვხატავდით. მერე პარაშუტებით გადავხტით აივნიდან და დიდი მეგაპოლისის მანათობელი რეკლამებით სავსე რომელიღაც ქუჩაზე აღმოვჩნდით. დიდი ლამპიონთან ვიდექით. გადავწყვიტეთ ცოტა ხანს დავშლილიყავით და მერე ისევ გვენახა ერთმანეთი. მე მაშინვე საშინლად ძველ ,,მარშუტკაში '' ჩავჯექი და სადღაც წავედი. ცოტა ხანში მეგაპოლისიც გაქრა და მთელი მისი მშვენიერებაც, აღმოვჩნდი გზაჯვარედინზე, რომელიც მრავალსართულიანი სახლით იყოფოდა. გზაზე ავტომატიანი ხალხი დარბოდა, ქუჩებში საცობები იყო და სახლებს ალი ასდიოდა, მე მძღოლს ვკითხე თბილისში ისევ სამოქალაქო ომი დაიწყოთქო? მგზავრებმა დამიდასტურეს. ბოლოს ვიკითხე სად მივდივართ მეთქი, იმიტომ რომ ვერცერთი ქუჩა ვეღარ ვიცანი. თურმე გარეუბანში მივდიოდით, რაღაც უცნაური სახელი ჰქონდა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბევრი ,,ბ'' ბგერა ერია.
მერე პატარა ოთახში შევედი, ნაცნობ გოგოსთან ერთად ვიყავი. სოკოს ფლავი ვჭამე, მერე ბოთლით ლიმონათი და ერთი კოლოფი სიგარეტი მომცეს. ლიმონათზე უარი ვთქვი, მოწევა მომინდა. ვნერვიულობდი, ღამე იყო და სახლში ვერ მივდიოდი. ომი იყო და თან მხოლოდ ცალმხრივი მიმართულებით მოძრაობდნენ მანქანები. უცებ იმავე ლამპიონთან გავჩნდი, დალი დავინახე, ჯიბიდან რაპიდოგრაფები ამოვიღე და გავუწოდე. მეტი არაფერი მახსოვს, მგონი გამეღვიძა.

No comments:

Post a Comment