Saturday, June 5, 2010

05.06.2010 (fee mongana)

მეტეხის ეკლესიის თავზე გრძელი გზაამ სულ აღმართია, თან ძალიან ციცაბო. ჩვენ აღმართზე ავდივართ. მანქანას უჭირს ასხვლა, მაგრამ მაინც სწრაფად მიდის. თბილისი თითქმის აღარ ჩანს.

მდელოზე გავედით სადაც უამრავი ოქროსფერი თავწაჭრილი პირამიდა დგას. გზაზე ნისლია, მიწიდან გველებს აქვთ თავები ამოყოფილი და მეშინია ფეხი არ დავაბიჯო. ღამის 12 ხდება. ისევ ნისლია.

ცოტა ხანში პატარა დამწვარი ქოხი გამოჩნდა. შევდივართ, ნიკა და თორნიკე ქვის დაბალ მაგიდაზე კარტის თამაშს იწყებენ, მე ფანჯრიდან თოვლს ვხედავ, აღარც პირამიდები ცანს, აღარც ველი. გამიკვირდა, რადგან ნათლად მახსოვს ზამთარი დიდი ხნის წინ გავიდა.

1 comment:

  1. მეტისმეტად მხატვრულია. :) ეტყობა დაამუშავე :) მარა ძან მაგარია :)
    ჩემი თხოვნა იქნება რომ ისე დაპოსტეთ სიზმრები, როგორც გიწერიათ რვეულში. სიტყვა სიტყვით. იყოს გაუგებარი. იყოს უაზრო მაგრამ ისეთი როგორიც იყო. მეც მეხება ეს ... :)

    ReplyDelete