Monday, June 21, 2010

21.06.2010 (fee morgana)

სოფელში ვიყავი ჩემი ნაცნობის სახლში მის ბებიასთან სტუმრად. წამოსვლისას ჩანთა ჩავალაგე, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც მრჩებოდა. მოხუცმა გამომაცილა საძინებელი ოთახის უკანა კარიდან, რომელიც ტროპიკულ ჯუნგლებში გადიოდა. ნაცნობი სოფელი უცებ ტყედ გადაიქცა, სადაც ბილიკების მოვალეობას მაღალ ხეებზე გადებული ბამბუკის ხიდები ასრულებდა. ხიდების ბოლოებში ბამბუკისვე ბელვედერებზე შეგეძლო გასვლა. მივხვდი რომ სახლში სუნამო დამრჩა . უკანა კარიდანვე შევიპარე საძინებელ ოთახში და შეუმჩნევლად დავბრუნდი უკან. მოხუცი ქალის ტირილი მომესმა, მისი შვილი მოკლეს და სავარაუდოდ მე ვიყავი მკვლელი. პატარა ოთახში რიგში ჩალაგებულ მურაბის ქილებს დასტიროდნენ, რომელიც მგონი მიცვალებული უნდა ყოფილიყო. ისევ ხიდზე გავედი, ამჯერად მარტო აღარ ვიყავი,ჩემს გვერდით გაჩნდნენ ჩემი მეგობრები, მაგრამ ყველა ზიზღით მიყურებდა, კითხვებზე პასუხს არ მცემდნენ. ბოლოს მივხვდი, რომ ვერ ამჩნევდნენ ჩემს იქ ყოფნას.

No comments:

Post a Comment