Wednesday, June 30, 2010

30,06,2010 (panpiotar)

ბელგიურ სერიალში მგონია თავი. ვერადავერ გავხდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ძალიან შორიდან ვბრუნდები ფეხით.. აღმართში ჩავიკეცე ღონემიხდილი. თეომ ამაყენა. დიდი სახლი გვაქვს, უშველებელი თუნუქის სააბაზანოთი. რამდენიმეკამერიანი სააბანაზო-ოთახი ჩაბნელებულ ოთახში დგას. ერთი კამერა იმდენად დიდია, რომ ლოგინი ეტევა. ოჯახური ტრადიციაა აუცილებლად ჩაცმული უნდა იყო სააბაზანო ოთახში.სახლის ერთი მხარე განიერ მდინარეზე და მდინარის პირზე გაშენებულ ტყეზე გადის. ტერასაზე მამა შვილს ესაუბრება. შვილი უხსნის, რომ მისი ერთადერთი მოწოდება მწერლობაა, და ერთადერთი რაც უნდა ის არის, რომ რაც შეიძლება მალე წავიდეს ბათუმში, იქირაოს სახლი და შაბათ-კვირას წეროს. ამისთვის მას ძალიან უნდა მამის ფინანსური დახმარება. სახლის მეორე მხარე იმ ქუჩაზე გადის, სადაც ვცხოვრობ. იქამდე ავტობუსით მივედი რომელშიც თეომ ჩამსვა. სამოგზაურო ავტობუსი იყო რომელშიც 80 თეთრიანი შოკოლადები იყიდებოდა. მთელი გზა ვიღაც უსაშველოდ ლამაზ მოხუც ქალს ვაკვირდებოდი.
ჩემს ქუჩაზე ვიღაც მკვდარი იყო და პირდაპირ გასვენებაში ამოვყავი თავი.ყველა ნაცნობი იყო. სახლის კუთხეს მიაშენეს წვეტიანსახურავიანი ქოხი. სადარბაზოს შესასვლელთან სავარაუდოდ დიდი ჩეჩმა, რომლის სახურავზე დიდი სარკოფაგის დატევაც შეიძლება. სადარბაზოდან სახლში შევედი, პირდაპირ თუნუქის სააბაზანოს ოთახში შევედი. ზევიდან კარგად ჩანდა 50 წლამდე კაცი, რომელიც პიჟამოთი იწვა საწოლზე. კამერაში წყალი ჩადიოდა. მთლიანად სველი იყო კაციც და საწოლიც. პირი ღია ქონდა, მიკვირდა როგორ არ იხრჩობოდა.

30.06.2010 (fee morgana)

ჩემს მეზობლად გაზი აფეთქდა, მინა ჩაიმსხვრა და ფანჯრიდან ამერიკული ბოინგი შემოფრინდა. თვითმფრინავი ოთახში ჭაღის ირგვლივ დაფრინავდა და ვუზუზელას ხმა ქონდა, მერე წითელი ბალიში შეეცადა გავეგუდე და მას სხვა ბალიშებმაც მიბაძეს,რომლებიც მოგვიანებით ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებ უპატრონო ძაღლებად გადაიქცნენ. მეტი არაფერი მახსოვს, იმიტომ რომ გამეღვიძა და რატომღაც მთვარეული მეგონა თავი.

Monday, June 28, 2010

28.06.2010 (fee morgana)

მუსიკის მასწავლებელთან დავდივარ, მაგრამ სინამდვილეში ხატვას მასწავლის. მასთან სახლში დიდი წითელი როიალი დგას, მასწავლებლის აზრით ინსტრუმენტი ვირივით ჯიუტია. მეცადინეობის შემდეგ ხანდახან სხვენზე ავდივართ და ვიძინებთ ხოლმე. მე არ მეძინება, ამიტომ საბნის ქვეშ მაფიოზობანას ვეთამაშები საკუთარ თავს, მაგრამ მაფიოზები მასწავლებლის გამოგზავნილი კოღოები მგონიან. ვხედავ ნიკა კედელზე წითელი ფანქრით რაღაცას წერს და მზეებს ხატავს. მერე სკამზე ვსხედვართ და ვლაპარაკობთ. ჩემსკენ მოდის ჩემი ნათესავი, რომელიც უცებ პატარავდება, ვერცხლისფერი ფარფლები გამოსდის ფეხებზე და აუზის ირგვლივ დაბაჯბაჯებს. ხელში ამყავს, მინდა დავაძინო, მაგრამ ჩემს ხელებში ქრება.

Sunday, June 27, 2010

27.06.2010 (fee morgana)

ბნელ სარდაფში ვიყავი, ბუნკერს გავდა.. სარდაფში ნესტის და დამწვრის სუნი იდგა.(კარგად ვიგრძენი) ჭერს მთელ სიგრძეზე განლაგებული ხავსიანი სვეტები იჭერდა. ირგვლივ ყველაფერი სველი იყო, მაგიდაც, სკამებიც და იატაკიც. ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა ანუ მოყვითალო კვერცხის ნაჭუჭები ცვიოდა, რომელიც მე წვიმის წვეთები მეგონა. ცოტა ხანში ყველაფერი ნაჭუჭებმა დაფარა. მერე ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსი დავინახეთ.:) (თურმე ცალთვალა ,,თაფლისფერ'' ბიბილოიანი მამალი ყოფილა.) ძლივს დავიჭირეთ და დავკალით. ტირილი დაიწყო, რომ ვხარშავდით მაშინაც ტიროდა და ქვაბიდან გაგვიფრინდა. მერე სრულიად უცხო გარემოში აღმოვჩნდი. ღამე იყო და სადღაც მივდიოდი,სულ მარტო. სიბნელის მიუხედავად, ზოგჯერ ისე ანათებდა მზე ვეღარაფერს ვხედავდი და ბალახებში ვიმალებოდი.

26.06.2010 (bo)

რაღაც ზავიძენიის წინ ვზივარ, ხან ველოტრეკს ვხედავ ჩემ წინ ხან შენობას. ჩემი ირაკლი ჩემ გვერდითაა. უცებ რამდენიმე ადამიანი მოგვიახლოვდა, ორი კლოუნია მათში. ერთ-ერთი მაღიზიანებს და არ მომწონს, ჩემ ირაკლის ჩამოართვა ხელი, მე ზედაც არ ვუყურებ, ახედვაც კი არ მინდა. ჩემი ირაკლი არაფერს ამბობს. ეს კლოუნები ამ ზავიძენიაში შედიან, უცებ ჩვენც იქ აღმოვჩნდებით, თვითონაც არ ვიცი როგორ. შუაში საცეკვაო მოედანია, გარშემო მაგიდები, ვიღაც როლიკებზე ცეკვავს, ფუშ-ფუშა კაბა აცვია. ის გამაღიზიანებელი კლოუნი ერთ-ერთ მაგიდასთან მიდის და კლოუნ გოგოს ხელს ხვევს, მგონი ეს კლოუნი ცოლ-ქმარია.
უკან მივიხედე და არაფერია..
უეცრად სხვაგან აღმოვჩნდები, მიტოვებულ სახლთან ძველი მანქანა დგას, ბნელა და ნისლია. მე მანქანაში ვზივარ. მცივა.

Saturday, June 26, 2010

ყველაზე ჩუვაკური მომენტები ჩვენი სიზმრებიდან

დღეს რიგით ოცდამეთვრამეტე სიზმარი აიტვირთა ჩვენს ბლოგზე!!! ვაშა ჩუვაკებო ვაშა!!!
ამიტომ გადავწყვიტე ჩემი გემოვნებით ამოვარჩიო ჩვენი სიზმრების ყველაზე ჩუვაკური ამონარიდები.

...გაზაფხულიც, ზაფხულიც, შემოდგომა და ზამთარიც ერთად იდგა საქართველოში...

...,,პოლაროიდი'' სარკე გაიჩითა...
სხვათა შორის, ძალიან მხიარული სარკე იყო, იმიტომ რომ ჩვენს ნერვებზე თამაშით კარგად გაერთო)

...სანაპიროზე ვწევარ მზის ჩასვლისას და ზღვას ვუყურებ, რომელიც თეთრი კედების გროვადაა გადაქცეული...

...კლდიდან ფაშისტი ხვლიკი გამოძვრა...

...გამეღვიძა და გავედი ტუალეტში. დავჯექი თჲ არა უნიტაზზე ისე დავპატარავდი რომ
ჩავვარდი შიგნით და აღმოვჩნდი ლურჯი პასტის გულში, რომლითაც
მეოთხეკლასელი ბავშვი მათემატიკას წერდა...

...ვიღაც ბიჭთან ერთად წავიდა ტუალეტების დასარეგისტრირებლად...

...არჩილი სახლში არ იყო და მისმა მეზობელმა გადმომიყარა ცოტა დახმარება (თურმე ყვითელი გრანულებია)...

...სადაც ბილიკების მოვალეობას მაღალ ხეებზე გადებული ბამბუკის ხიდები ასრულებდა...


...პატარა ოთახში რიგში ჩალაგებულ მურაბის ქილებს დასტიროდნენ, რომელიც მგონი მიცვალებული უნდა ყოფილიყო...

...სადღაც,მომეჩვენა, რომ ბოთლი ძალიან ჰგავდა მკვდარ ბატს...

...ჰაერში გავჩერდი და მატარებელში გავდიოდი...

...დიდი მეგაპოლისის მანათობელი რეკლამებით სავსე რომელიღაც ქუჩაზე აღმოვჩნდით
დიდად არ განვიცდიდით უთავოდ დარჩენას და არც კისერი გვტკიოდა. სადღესასწაულოდ გვეცვა და შამპანურს ვსვამდით...

...იმან ყველას რაღაც მწვანე ელექტრონული ქსელები მოახვია თავზე. მიაბა კედლებზე. თვითონ ყველა მეორე ნაბიჟზე უჩინარდებოდა...;

...გარედან ვუყურდებდი, მაგრამ თან მე ვიყავი...

...ვივსებოდი შურით იმ ადამიანებზე, რომელიც ცათამბჯენების ქვევიდან შეხედვაც შეეძლოთ...

...მაგრამ ბავშვი უცბად დაპატარავდა. მგონი ერბოკვერცხად გადაიქცა...

...ვყიდულობ მალამოს და ოც მწვანე ფურცელს, რომელიც LSD მგონია...

...10 ევროთ მთელი ბორდელის "ქალები" ჩემი გახდებოდა... :D

...manchester united-ის ჰიმნზე ტანგოს ვცეკვავ...

...მერე დავინახე როგორ გადაიქცა ავტობუსი პატარა გოჭად და ბუჩქებში დაიმალa

...გზაში დელფინისნაირმა დიდმა ხვლიკკმა შემაშინa...

...ტელევიზორში მოგვიწოდებდნე, რომ მიგვებაძა შრომით მებალეებისთვის. ერთი სლოგანი გაიჩითა - გახდი შენი ქვეყნის მებალე!!!!...

...შევდივარ მეგობრის სააბაზანოში, სადაც 3 სარეცხი მანქანა დგას და სამივეში შემძვრალია ჩემი მეგობარი (ერთიდაიგივე, ოღონდ ერთდროულად)...

...უცებ პურის ყანაში აღმოვჩნდი, სადაც ლურჯფრთიანი გნოლები დაფრინავდნენ...

...დოსტოევსკი სუხარს ჭამდა...

...ბაზრის შუაში ბორცვზე დგას ტაფისთავიანი ზარატუსტრა და ქადაგებს - "ის ვინც ჩემს სიტყვებს ვერ გაიაზრებს, ვერ მიიღებს ქარის სახეს!"...


p.s თუ ვინმეს (თუ რათქმანუნდა ვინმე კითხულობს ამ ბლოგს) სხვა მომენტები უფრო მოგწონთ ამ სიზმრებიდან (ეხებათ იმათაც ვინც სიზმრებს ტვირთავს) და ფიქრობთ, რომ იმსახურებს საპატიო სიზაში მოხვედრას ტრაკზე მაკოცეთ.

Friday, June 25, 2010

26,065,2010 (panpiotar)

კოკა-კოლას ვსვავდი და ვიღაც გოგოს ვეფერებოდი. შავ კარებზე თეთრად არის დაწერილი ციფრები და იმდენად დიდი გლაზოკი აქვს, რომ ფარდა გვაქვს ცამოფარებული.რაღაც გველისტავიანი ქანქარა წიკწიკებს. მომაბეზრებელ ხმებს გამოცემს. გული შემიწუხდა. გოგომ ისევ მაკოცა და სიმშვიდე დამიბრუნდა. სიამოვნების ბურუსში ვიძირებოდი, მაგრამ გველისთავიანი ქანქარა ისევ ტვინს ტყნავს. გამეღვიძა. ჩემნს სახლში დაკუდული სამი საათი დილის სიჩუმეში ერთ დიდ მონსტრად გადაიცა და საშინელ ხმას გა,მოსცემს წამი ინტერვალში. ამ დამპალ ხმას დღისით ვერ შეამჩნევ. დილით ადრე კი ტვინს ისე მოგიტყნავს, რომ იმის ტრაკიც აღარ გაქვს ადგე და სათითაოდ გადაყაროპ ფანჯრიდან. ვიხრები და ვცდილობ გოგოს კანზე ვუსუნო, რატომრაც ოგნია, რომ მისი სხეულის სუნი დამაწყნარებს. ორივე ოფლში ვცურავთ. სუნი ვიგრძენი, თითქმის ჩემნაირი აქვს. ორივე ერთად "პარფიუმერის ოცნებაა" ვეუბნები. კიდევ ერთხელ გამეღვიძა.

26,06,2010 (panpiotar)

ძველი ქარხნის ერთ-ერთ შენობაში ავდივართ. თორნიკემ მწვანეს ზურგზე ცეცხლი წაუკიდა. დიდი ხანი ვერ მიხვდა მწვანე და ცეცხლწაკიდებული მოძრაობდა. ბოლოს მე ჩავაქრე. მალე გარეთ გამოვედით. გალიის კარი ღია იყო. გალიაში პანტერა იჯდა, ვიღაც ტიპი ყვიროდა არ გაიქცეთ მაინც ვერ დაემალებითო. გავშეშდით ეეერთ ადგილზე. პანტერა გარეთ გამოვიდა და მომენტალურად მე მომახტა. შიშისგან თვალები დავხუჭე. ძირს დამაგდო და ენით ლოკვა დამიწყო. ცოტა მომეშვა, იმ კაცმა "ჩქარა შეგეჩვიაო". მთხოვა შენც მოეფერე არ გაბრაზდესო. ზურგზე ვუსვავდი ხელს, თვალებს მაინც ვერ ვახელდი. მალე მომბეზრდა, ხელები ყელში წავუჭრე და გადავაგდე. ის ისეთი ძლიერი აღარ იყო, არც პანტერა იყო, ბოლოებით გადაბმულ 10 თითად გადაიქცა და. დაბლა დავაგდე და მთელი ძალით ვცდილობდი როგორმე გამეჩერებინა. თითის წვერებს როცა ვეხებოდი მსუსხავდა. უცბად სამზარეულოში აღმოვჩნდით< თითები რაღაც გულისამრევ და უშველებელ მწერად გადაიქცა და დაგრაგნილ ლეობში შეძვრა. მე პანიკაში ჩავვარდი, შიშველი ფეხი შავ-ყვითელ და ბევრფეხება ხოჭოს დავადგი. გაიჭყლიტა. ლორწო ფეხზე ამეკრო. გავიქეცი სხვა ოთახში, მაგრამ ფეხზე შავ-ყვითელი ნაწლავი მომყვებოდა წინა ოთახიდან.

26.06.2010 (panpiotar)

... ჩვენს ბლოგზე უკვე 100000 სიზმარია. ლიკასმა გადაწყვიტა ავატარი 2 ის გადაგება იმ სიუჟეტზე, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო სცენარისტებმა გააკეთეს ჩვენი სიზმრების მიხედვით. მტავარ როლზე საშა ბარონ კოენი დამტკიცდა :D აღებული ჰონორარით ნარინჯისფერი მუსტანგი ვიყიდე. უკვე ბევრი ფული მაქვს, ამერიკაში ვაპირებ საცხოვრებლად გადასვლას. ქალაქს ვარჩევ. ლოს ანჟელესი მინდა ყველაზე მეტად, მაგრამ დედაჩემი მეჩალიჩება სან-ფრანცისკოში ჯობიაო. ბოლოს გადავწყვიტეთ ლოს-ანჟელესი. "სიზმრების გავლით ამერიკაში" ვიმეორებდი გაუჩერებლად.

25.06.2010 (LiLac)

ჩემი მამიდაშვილისშვილი ხალხს და ცხოველებს კლავს, მაგრამ ეს მარტო მე ვიცი და ვცდილობ სხვებსაც გავაგებინო, რომ ბავშვი ფსიქოლოგთანაა მისაყვანი. ის ხვდება, რომ რაღაც გავიგე. საბოლოოდ, სიმართლეს ვამბობ, მაგრამ არ მახსოვს ეს ამბავი როგორ მთავრდება...

***

სახლიდან გავრბივარ: ჩანთაში ფულს და ტანსაცმელს ვყრი, ფანჯრიდან ვიპარები და არაგვის ქუჩამდე ტაქსს მივყვები. დაბადების დღეზე ვარ დაპატიჟებული, მაგრამ მანამდე სადღაც უნდა შევიარო. საჩუქრად "ადიდასის" სუნამო და დეოდორანტი მიმაქვს... დაბადების დღეზე მუსიკალური ცენტრი აქვთ, მაგრამ დისკები არა და მთხოვენ, მე წავიღო...

მერე აღარ მახსოვს, არადა საინტერესო სიზმარი იყო, დაძაბული...:(

25.06.2010 (fee morgana)

დავიძინე. ვიცოდი, რომ გავიღვიძებისთანავე თურქეთში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ეს ქვეყანა პარალელურად კახეთიც იყო, ბათუმიც და რუსეთიც. ჩავჯექი ასაწყობ ტრანსპორტში ( ლეგოს სათამაშოს წააგავდა), რომელსაც იმდენად მაღალი სკამები ჰქონდა, რომ ძალიან არაკომფორტული მეჩვენა. გაზაფხულიც, ზაფხულიც, შემოდგომა და ზამთარიც ერთად იდგა საქართველოში, იმიტომ, რომ ზღვაზეც უნდა წავსულიყავი, ამის პარალელურად კი რთველი მიმდინარეობდა. ვიცოდი რომ ასეთი მოვლენა რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და ამას რატომღაც ,,ბუნიობა'' დავარქვი. გზად საზოგადოებრივ ტუალეტში შევიარეთ, სადაც ,,პოლაროიდი'' სარკე გაიჩითა, ისე ისტერიულად გვიღებდა სურათებს შევწუხდით და სწრაფად გამოვედით გარეთ. (სხვათა შორის, ძალიან მხიარული სარკე იყო, იმიტომ რომ ჩვენს ნერვებზე თამაშით კარგად გაერთო) გამოსვლისას მივხვდი, რომ საფულე მომპარა, მაგრამ უკვე ჩემს ლეგოში ვიჯექი და უკან მიბრუნებას აზრი აღარ ქონდა)მერე კურსი შევცვალეთ და გადავწყვიტეთ LADY GAGA-ს კონცერტზე წავსულიყავით.

Wednesday, June 23, 2010

22.06.2010 (fee morgana)

სანაპიროზე ვწევარ მზის ჩასვლისას და ზღვას ვუყურებ, რომელიც თეთრი კედების გროვადაა გადაქცეული. კედებს მზის შუქი ხვდება და წითლადაა შეფერილი, მოკლედ, ისე, როგორც დაისის დროს ხდება ხოლმე ზღვა მეწამული. ზღვის ღელვა გამოწვეულია ფეხსაცმელების გახსნილი თასმებით. მე ლექსის დაწერა მინდა, მაგრამ შეეხება თუ არა ფანქარი, ფურცელი მაშინვე იხევა. კლდიდან ფაშისტი ხვლიკი გამოძვრა (მულტფილმს ვუყურე ფაშისტებზე) მეშინია, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება და გავრბივარ ხალხისთვის იმის სათქმელად, რომ ფაშისტები ახლოს არიან, თუმცა ფეხები აღარ მემორჩილება და ქვიშაში ვეფლობი. მეღვიძება.

Monday, June 21, 2010

21.06.2010 (dali)

გამეღვიძა და გავედი ტუალეტში. დავჯექი თჲ არა უნიტაზზე ისე დავპატარავდი რომ ჩავვარდი შიგნით და აღმოვჩნდი ლურჯი პასტის გულში, რომლითაც
მეოთხეკლასელი ბავშვი მათემატიკას წერდა. ეს ბავშვი იყო თეო.ცოტახანში ჯიბეში ჩამიდოდა ვიღაც ბიჭთან ერთად წავიდა ტუალეტების დასარეგისტრირებლად.
პირველი ტუალეტი აღწერა, მერე მეორე, მესამე და როგორც იქნა ჩემს სახლს მიადგა, მაგრამ ვაი დედა! ჩემი ტუალეტის კარი შიგნიდან დაკეტილი იყო ( მე ჩავიკეტე დილით)
თეომ პასტით დაიწყო ტუალეტის კარების წვალება, და მეც გადავწყვიტე დავხმარებოდი და პასტის გლიდან გამოვძვერი. მაგრამ შუა საკეტში დამიბრუნდა ჩვეულებრივი ზომა. თეო აღარ იყო
და არარც ტუალეტის შესასვლელი.მოვხსენი კარი და ჩისთან წავედი დახმარების სათხოვნელად.არჩილი სახლში არ იყო და მისმა მეზობელმა გადმომიყარა ცოტა დახმარება (თურმე ყვითელი გრანულებია)
როგორ იქნა ამოვძვერი კარიდან. მოვიხედე და დედაჩემი მოდის, მწვანე სარაფანი აცვია და მეუბნება, რომ ბლინები გამოაცხო და დახმარების გრანულები დააკლდა იმიტომ რომ სულ მე გამომიყენებია. მე შემრცხვა.
აქ სიზმარი წყდება. ცოტახანში კი მე აჩი თეო და პიტერა შავი მერსედესით ექსკურსიაზე მივდივართ და გვეჩითება თეთრი მარტორქა. შიშისგან გამეღვიძა.

21.06.2010 (fee morgana)

სოფელში ვიყავი ჩემი ნაცნობის სახლში მის ბებიასთან სტუმრად. წამოსვლისას ჩანთა ჩავალაგე, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც მრჩებოდა. მოხუცმა გამომაცილა საძინებელი ოთახის უკანა კარიდან, რომელიც ტროპიკულ ჯუნგლებში გადიოდა. ნაცნობი სოფელი უცებ ტყედ გადაიქცა, სადაც ბილიკების მოვალეობას მაღალ ხეებზე გადებული ბამბუკის ხიდები ასრულებდა. ხიდების ბოლოებში ბამბუკისვე ბელვედერებზე შეგეძლო გასვლა. მივხვდი რომ სახლში სუნამო დამრჩა . უკანა კარიდანვე შევიპარე საძინებელ ოთახში და შეუმჩნევლად დავბრუნდი უკან. მოხუცი ქალის ტირილი მომესმა, მისი შვილი მოკლეს და სავარაუდოდ მე ვიყავი მკვლელი. პატარა ოთახში რიგში ჩალაგებულ მურაბის ქილებს დასტიროდნენ, რომელიც მგონი მიცვალებული უნდა ყოფილიყო. ისევ ხიდზე გავედი, ამჯერად მარტო აღარ ვიყავი,ჩემს გვერდით გაჩნდნენ ჩემი მეგობრები, მაგრამ ყველა ზიზღით მიყურებდა, კითხვებზე პასუხს არ მცემდნენ. ბოლოს მივხვდი, რომ ვერ ამჩნევდნენ ჩემს იქ ყოფნას.

Sunday, June 20, 2010

20.06.2010 (fee morgana)

სათვალის საყიდლად წასვლა გადავწყვიტე. ზოლიანი კაბა ჩავიცვი და ქუჩაში გამოვედი. ერთ სახლს მივუახლოვდი, მგონი იქ იყო ოპტიკური მაღაზია, შევედი და ლურჯი ,,ლენონები'' ვიყიდე. (ცოტა განსხვავებული ფორმა ჰქონდა, მაგრამ მაინც ,,ლენონებად'' აღვიქვი) გამყიდველი ერთი უჟმური ქალი იყო, არც კი გაუღიმია,თან მგონი რაღაცაზე მეჩხუბებოდა. მე გავიფიქრე, ეს აუცილებლად იაღოვას მოწმე იქნება თქო. გზაში ახალგაზრდა ბიჭი შემხვდა, ზეთით სავსე ბოთლი მიჰქონდა სადღაც,მომეჩვენა, რომ ბოთლი ძალიან ჰგავდა მკვდარ ბატს, და გავიფიქრე ეს ხალხი სულ არ უფრთხილდება გარემოსთქო. მერე კონსტრუქციების გამოცდაზე შევედი, საერთოდ არაფერი არ ვიცოდი და ტანჯვამ გამომაღვიძა

Saturday, June 19, 2010

19.06.2010 (panpiotar)

მეტროში ვარ. ბაქანზე ვდგავარ. მატარებელი მომიახლოვდა. ვიიღაცამ ხელი მკრა. ჯერ კიდევ ჰაერში ვიყავი მატარებელი დამეჯახა. მაგრამ არ შემხებია. მატარებელში გავიარე. ან მატარებელმა გაიარა ჩემში. ერთ ადგილზე ვიყავი ჰაერში გამოკიდებული. მატარებელი მოძრაობდა. ბაქანზე მდგარ ხალხს ვუყურებდი. მატარებელი არ აპირებ და გაჩერებას. მსიამოვნებდა მატარებელში მოძრაობა. რამდენიმე წამში გაიარა ბოლო ვაგონმა და დაბლა დავვარდი. ვიღაცამ ხელი მომკიდა და ამიყვანა უკან ბაქანზე. მითხრა მალე კიდევ ერთი გამოივლისო... იმედი მაქვს თქო - ვუპასუხე. დავამტავრე თუ არა მომენტალურად გაისმა სირენის ხმა. სირენა აშკარად რაღაც დიდი გემის იყო, მაგრამ მალე მატარებელი გამოჩნდა. იმ მომენტში როცა უნდა გადავმხტარიყავი ძალიან შემეშინდა. ისე რო სუნთქვა შემეკრა, მაგრამ უკნიდან პაპაჩემმა მკრა ხელი და გადამაგდო. ისევ იგივე მოხდა რაც წინაზე. ჰაერში გავჩერდი და მატარებელში გავდიოდი. ხმა მომესმა ბაქნიდან ეს დიდი მატარებელიაო. გამიხარდა. წარმოუდგენელ სიამოვნებას განვიცდიდი. მსგავსი რამე ცხოვრებაში არ განმიცდია. თითქოს შემეცნების მატარებელი იყო. სულ ცოტაც და გავაცნობიერებდი სიზმარს, მაგრამ რაღაც ძალიან მიშლიდა ხელს. მეორე მხარეს გავიხედე, კედელი აღარ იყო. ზღვა ჩანდა. მეორე მხარეს ისევ ბაქანი იყო, ბაქანზე ხალხი. რაღაც ხმები გავიგე, სახლში ჩემები ლაპარაკობდნენ, გამოფხიზლება დავიწყე, მაგრამ თვალები დავხუჭე, რომ როგორმე შევბრუნებულიყავი გაგრძელებულიყო სიზმარი.. უშედეგოდ.

Friday, June 18, 2010

18.06.2010 (fee morgana)

აკადემიაში ვიყავით და მგონი რაღაცას ვხატავდით. მერე პარაშუტებით გადავხტით აივნიდან და დიდი მეგაპოლისის მანათობელი რეკლამებით სავსე რომელიღაც ქუჩაზე აღმოვჩნდით. დიდი ლამპიონთან ვიდექით. გადავწყვიტეთ ცოტა ხანს დავშლილიყავით და მერე ისევ გვენახა ერთმანეთი. მე მაშინვე საშინლად ძველ ,,მარშუტკაში '' ჩავჯექი და სადღაც წავედი. ცოტა ხანში მეგაპოლისიც გაქრა და მთელი მისი მშვენიერებაც, აღმოვჩნდი გზაჯვარედინზე, რომელიც მრავალსართულიანი სახლით იყოფოდა. გზაზე ავტომატიანი ხალხი დარბოდა, ქუჩებში საცობები იყო და სახლებს ალი ასდიოდა, მე მძღოლს ვკითხე თბილისში ისევ სამოქალაქო ომი დაიწყოთქო? მგზავრებმა დამიდასტურეს. ბოლოს ვიკითხე სად მივდივართ მეთქი, იმიტომ რომ ვერცერთი ქუჩა ვეღარ ვიცანი. თურმე გარეუბანში მივდიოდით, რაღაც უცნაური სახელი ჰქონდა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბევრი ,,ბ'' ბგერა ერია.
მერე პატარა ოთახში შევედი, ნაცნობ გოგოსთან ერთად ვიყავი. სოკოს ფლავი ვჭამე, მერე ბოთლით ლიმონათი და ერთი კოლოფი სიგარეტი მომცეს. ლიმონათზე უარი ვთქვი, მოწევა მომინდა. ვნერვიულობდი, ღამე იყო და სახლში ვერ მივდიოდი. ომი იყო და თან მხოლოდ ცალმხრივი მიმართულებით მოძრაობდნენ მანქანები. უცებ იმავე ლამპიონთან გავჩნდი, დალი დავინახე, ჯიბიდან რაპიდოგრაფები ამოვიღე და გავუწოდე. მეტი არაფერი მახსოვს, მგონი გამეღვიძა.