Wednesday, June 30, 2010

30,06,2010 (panpiotar)

ბელგიურ სერიალში მგონია თავი. ვერადავერ გავხდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ძალიან შორიდან ვბრუნდები ფეხით.. აღმართში ჩავიკეცე ღონემიხდილი. თეომ ამაყენა. დიდი სახლი გვაქვს, უშველებელი თუნუქის სააბაზანოთი. რამდენიმეკამერიანი სააბანაზო-ოთახი ჩაბნელებულ ოთახში დგას. ერთი კამერა იმდენად დიდია, რომ ლოგინი ეტევა. ოჯახური ტრადიციაა აუცილებლად ჩაცმული უნდა იყო სააბაზანო ოთახში.სახლის ერთი მხარე განიერ მდინარეზე და მდინარის პირზე გაშენებულ ტყეზე გადის. ტერასაზე მამა შვილს ესაუბრება. შვილი უხსნის, რომ მისი ერთადერთი მოწოდება მწერლობაა, და ერთადერთი რაც უნდა ის არის, რომ რაც შეიძლება მალე წავიდეს ბათუმში, იქირაოს სახლი და შაბათ-კვირას წეროს. ამისთვის მას ძალიან უნდა მამის ფინანსური დახმარება. სახლის მეორე მხარე იმ ქუჩაზე გადის, სადაც ვცხოვრობ. იქამდე ავტობუსით მივედი რომელშიც თეომ ჩამსვა. სამოგზაურო ავტობუსი იყო რომელშიც 80 თეთრიანი შოკოლადები იყიდებოდა. მთელი გზა ვიღაც უსაშველოდ ლამაზ მოხუც ქალს ვაკვირდებოდი.
ჩემს ქუჩაზე ვიღაც მკვდარი იყო და პირდაპირ გასვენებაში ამოვყავი თავი.ყველა ნაცნობი იყო. სახლის კუთხეს მიაშენეს წვეტიანსახურავიანი ქოხი. სადარბაზოს შესასვლელთან სავარაუდოდ დიდი ჩეჩმა, რომლის სახურავზე დიდი სარკოფაგის დატევაც შეიძლება. სადარბაზოდან სახლში შევედი, პირდაპირ თუნუქის სააბაზანოს ოთახში შევედი. ზევიდან კარგად ჩანდა 50 წლამდე კაცი, რომელიც პიჟამოთი იწვა საწოლზე. კამერაში წყალი ჩადიოდა. მთლიანად სველი იყო კაციც და საწოლიც. პირი ღია ქონდა, მიკვირდა როგორ არ იხრჩობოდა.

No comments:

Post a Comment