Tuesday, June 8, 2010

08.06.2010 (fee morgana)

ზაფხულობით, მდინარის პირას ქვის ციხესიმაგრე ჩნდება, სულ ცოტა ხანია რაც ის შეამჩნიეს, ამიტომ ხალხში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ნაგებობას დღისით ვეღარავინ ხედავს, იმიტომ რომ მდინარის სანაპირო მთლიანად გვიმრით და ანწლით იფარება. ახლა ღამეა. მაღალი კლდიდან ვუყურებ განათებულ ტრასას, რომელიც მდინარის კალაპოტს მიყვება და ციხესიმაგრისკენ მიდის. გზაზე უამრავი ადამიანი მოძრაობს, მაგრამ მე ისინი ობობები მგონიან. ციხესიმაგრიდან მუსიკის ხმა ისმის, ხალხი ცეკვავს, მე ზუსტად კლდის ქიმზე ვდგავარ სადაც დამტვრეული სამფეხა სკამი დევს. მინდა ჩავიდე მდინარესთან, მაგრამ ბავშვები დამალობანას თამაშობენ და არ უსმენენ ჩემს თხოვნას.

No comments:

Post a Comment