Monday, June 28, 2010

28.06.2010 (fee morgana)

მუსიკის მასწავლებელთან დავდივარ, მაგრამ სინამდვილეში ხატვას მასწავლის. მასთან სახლში დიდი წითელი როიალი დგას, მასწავლებლის აზრით ინსტრუმენტი ვირივით ჯიუტია. მეცადინეობის შემდეგ ხანდახან სხვენზე ავდივართ და ვიძინებთ ხოლმე. მე არ მეძინება, ამიტომ საბნის ქვეშ მაფიოზობანას ვეთამაშები საკუთარ თავს, მაგრამ მაფიოზები მასწავლებლის გამოგზავნილი კოღოები მგონიან. ვხედავ ნიკა კედელზე წითელი ფანქრით რაღაცას წერს და მზეებს ხატავს. მერე სკამზე ვსხედვართ და ვლაპარაკობთ. ჩემსკენ მოდის ჩემი ნათესავი, რომელიც უცებ პატარავდება, ვერცხლისფერი ფარფლები გამოსდის ფეხებზე და აუზის ირგვლივ დაბაჯბაჯებს. ხელში ამყავს, მინდა დავაძინო, მაგრამ ჩემს ხელებში ქრება.

No comments:

Post a Comment