Monday, June 14, 2010

12.06.2010 (fee morgana)

გრძელი ხეივანი მაქვს გასავლელი. აფთიაქს ვეძებ. შემოდგომაა და ქვაფენილი დაფარულია გაყვითლებული, უკვე დამპალი ფოთლებით. ვცდილობ მიწაზე ისე დავაბიჯო ფეხი, რომ ფოთლებს არ შევეხო, მაგრამ ვერ ვახერხებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კარგი გასართობია. ხეივნის ბოლოს აფთიაქს ვხედავ. შენობამდე დიდი საპარადო ქვის კიბე ადის, რომელიც ასევე ფოთლებითაა დაფარული. აფთიაქს მინის კარი აქვს. იქ სამი ახალგაზრდა მუშაობს. მე ვხვდები, რომ ეს შენობა ძალიან ძველი, დაახლოებით სამასი წლისაა და მისი არსებობის შესახებ აღარავინ იცის. ვყიდულობ მალამოს და ოც მწვანე ფურცელს, რომელიც LSD მგონია. მერე დედას ვეძებ უშედეგოდ, სამაგიეროდ ვხვდები ჩემი სკოლის ყოფილ დირექტორს, რომელიც თავის ახლადშეძენილ უხარისხო გაზქურაზე მეწუწუნება,(გაზქურა ჭერზეა დამონტაჟებული) მერე შემწვარი კარტოფილით მიმასპინძლდება. ბოლოს მახსოვს, რომ დიდი საბაგიროთი სახლში მივდივარ, რომელიც დანგრეული მხვდება

No comments:

Post a Comment