Sunday, June 6, 2010

06.06.2010 (fee morgana)

სახლიდან გამოვედი და ბნელი ქუჩებით წავედი მეგობართან შესახვედრად. უნდა გავსულიყავი საბურთალოს ქუჩაზე, რომელიც უზარმაზარ რკინის წითელ კონსტრუქციას წარმოადგენდა. ხარაჩოებზე ძაღლებს ეძინათ.
მერე ზოოპარკში შევედი და უშედეგოდ ვეძებდი თეთრ თუთიყურშს. გალიაში დავინახე შავი ცხოველი, რომელსაც გრძელი კისერი ქონდა და ძალიან სწრაფად დახტოდა. უცებ პურის ყანაში აღმოვჩნდი, სადაც ლურჯფრთიანი გნოლები დაფრინავდნენ.

No comments:

Post a Comment