Thursday, June 10, 2010

09.06.2010 (fee morgana)

დილით ქალაქში მუშებმა რკინის ჟანგიანი ჭიშკრების დამონტაჟება დაიწყეს. ბრძანება გაიცა, ყველა სახლის თუ სადარბაზოს წინ აუცილებლად უნდა ეკიდოს რკინის კარი. ქალაქში ბუნტია, ეს მთავრობა სულ ამახინჯებს ქალაქის იერსახესო. მე ვამტკიცებ რომ ეს იდეა ძალიან საინტერესოა არქიტექტურულად და თავი მაგარი ტიპი მგონია, იმიტომ რომ მთელ ქალაქში მარტო მე მივესალმები ამ წამოწყებას.(არადა გულის სიღრმეში არც მე მომწონს) ქალაქი გავსებულია ამწეებით და ჯართით. ქუჩები გადათხრილია. ცოტა ხანში ხალხი ამჩნევს, რომ ჭიშკრების ახლოს ძალიან სწრაფად იზრდება ნაძვის ხეები, ღამით კი ადამიანები ქრებიან. ჩემმა მეზობელმა თქვა ,ალბათ გირჩები იტაცებენ და გამოქვაბულებში მალავენო. მე მჯერა და ვამბობ, რომ აღარასდროს გავალ ღამით სახლიდან.

No comments:

Post a Comment