Saturday, June 19, 2010

19.06.2010 (panpiotar)

მეტროში ვარ. ბაქანზე ვდგავარ. მატარებელი მომიახლოვდა. ვიიღაცამ ხელი მკრა. ჯერ კიდევ ჰაერში ვიყავი მატარებელი დამეჯახა. მაგრამ არ შემხებია. მატარებელში გავიარე. ან მატარებელმა გაიარა ჩემში. ერთ ადგილზე ვიყავი ჰაერში გამოკიდებული. მატარებელი მოძრაობდა. ბაქანზე მდგარ ხალხს ვუყურებდი. მატარებელი არ აპირებ და გაჩერებას. მსიამოვნებდა მატარებელში მოძრაობა. რამდენიმე წამში გაიარა ბოლო ვაგონმა და დაბლა დავვარდი. ვიღაცამ ხელი მომკიდა და ამიყვანა უკან ბაქანზე. მითხრა მალე კიდევ ერთი გამოივლისო... იმედი მაქვს თქო - ვუპასუხე. დავამტავრე თუ არა მომენტალურად გაისმა სირენის ხმა. სირენა აშკარად რაღაც დიდი გემის იყო, მაგრამ მალე მატარებელი გამოჩნდა. იმ მომენტში როცა უნდა გადავმხტარიყავი ძალიან შემეშინდა. ისე რო სუნთქვა შემეკრა, მაგრამ უკნიდან პაპაჩემმა მკრა ხელი და გადამაგდო. ისევ იგივე მოხდა რაც წინაზე. ჰაერში გავჩერდი და მატარებელში გავდიოდი. ხმა მომესმა ბაქნიდან ეს დიდი მატარებელიაო. გამიხარდა. წარმოუდგენელ სიამოვნებას განვიცდიდი. მსგავსი რამე ცხოვრებაში არ განმიცდია. თითქოს შემეცნების მატარებელი იყო. სულ ცოტაც და გავაცნობიერებდი სიზმარს, მაგრამ რაღაც ძალიან მიშლიდა ხელს. მეორე მხარეს გავიხედე, კედელი აღარ იყო. ზღვა ჩანდა. მეორე მხარეს ისევ ბაქანი იყო, ბაქანზე ხალხი. რაღაც ხმები გავიგე, სახლში ჩემები ლაპარაკობდნენ, გამოფხიზლება დავიწყე, მაგრამ თვალები დავხუჭე, რომ როგორმე შევბრუნებულიყავი გაგრძელებულიყო სიზმარი.. უშედეგოდ.

No comments:

Post a Comment