Saturday, June 5, 2010

06.06.2010 (panpiotar)

მაინცდამაინც ეს ყლეობა დამესიზმრა გრძელ სიზმრად და თან მეორედ :))
მოკლედ სამსახურიდან ვბრუნდებოდი სახლში. ერთ-ერთი გარეუბნის მეტროს ბაქანზე ვდგავარ. ბაქანი ძალიან სუფთაა, მაგრამ ადამიანები არიან ნახევრად გახრწნილები. საზიზღარი შესახედები არიან, და მეც ისე მეშინია, ლამისაა ჩავიფსა. მატარებელში ფოფხვით შევედი და კარებთან ავიტუზე. ისე მეშინია თვალებს ვხუჭავ. ტიპები ყურადღებას საერთოდ არ მაქცევენ. ჩემს გარდა ნორამლურებიც არიან ვაგონში. იმათ საერთოდ არ ეშინიათ. მე ზიზღს ვერ ვმალავ. მაგრამ უფრო და უფრო ვიზმენდები რო ეს ზიზღი არ შეამჩნიონ გახრწნილებმა. ვცდილობ თვალებში შევხედო ნორმალურებს რომ როგორმე კონტაქტი დავამყარო მათთან. ერთმა შემომხედა თვალებში. გაჩერებაზე გამოვიქეცი. მეორე ხააზე უნდა გადავჯდე. გავრბივარ მთელი ძალით. მაგრამ უცხო, ღია ბაქანზე აღმოვჩნდი. საერთო არ ვიცი სად ვარ...
მერე სადრაც ძალიან ნაცნობ ტბებთან მივედი. იქ ამოვისუნთქე. აღარ მეშინოდა. თითქოს სახლში ვიყავი. ეს ტბა მეორედ ვნახე სიზმარში. რუქაზეც მაქვს დატანილი ჩრდილოეთ ყინულოვანი ზღვის სახელით. ნაპირები მოყინული აქვს და ჰაერი გამჭვირვალეა. უცბათ მივხვდი, რომ გახრწნილები იქ ვერ ამოვიდოდნენ. დედაჩემს ცეცხლზე ედგა ქვაბი და სადილს ხარშავდა. ვიღაც უცხოებიც იყვნენ მაგრამ ჩემი ნათესავებიც იყვნენ თან. ცეცხლისკენ წავედი, მაგრამ ტელეფონმა დამირეკა. ამოვიღე ფარნიანი ნოკია :D მაგრამ ტელეფონი არ რეკავდა.
ბოლოს ჩემი მაღვიძარა აღმოჩნდა :D

No comments:

Post a Comment