Tuesday, June 8, 2010

08,06,2010 (panpiotar)

ავატარის ვარდისფერი ხეების ჩრდილში დაგრეხილი გზით მივდივართ მე და დედაჩემი. მალე დიდი ტბის ნაცრისფერ ქვიშიან ნაპირზე აღმოვჩნდით. მე ვუთხარი დედას, რომ თვითონ ნაპირთან, ცოტა ჩაღრმავებულ ადგილზე ყოველთვის 10 გრადუსით უფრო ცივა ვიდრე ზევით. ჩავედით სანაპიროზე სადაც უცნაური ცხოვრლების გამოფენა იყო. უამრავი ცხოვრელი იყო თავის პატრონებთან ერთად, მაგრამ არც ერთი არ არის ნამდვილი ანუ რეალურად არსებული ცხოველი. ჩვენ ჩრდილოეთისკენ წავედით. გზაში დელფინისნაირმა დიდმა ხვლიკკმა შემაშინა. ფერადი ლაყუჩები ქონდა. გზაში ძაღლისნაირი რაგაც ცხოველი შემომახტა, მაგრამ იმის არ შემშინებია. ბევრი ვიარეთ და რაღაც წითელ ირემტან გავჩერდით. ირემის არაფერი უგავდა. რო თქვა პატრონმა ირემიაო გამიკვირდა. არც რქები ქონდა, და უფრო სათამაშოს გავდა ბაზრობებზე რომ იყიდება. არც ერთ ცხოველს რომ არ გავს.
პატრონი ძან უცნაური ქალი იყო. ბინძური. დედაჩემმა რარაც კითხვები დაუსვა. მარგამ არ მახსოვს. ერთი ის მახსოვს, კითხა რამდენი წლისააო. ქალმა უთხრა რვისო, მაგრამ მალე იზრდება და ამ ზაფხულში რქებიც ამოუვაო. მერე მე ვკითხე რას ჭამსთო, მიპასუხა ხინკკალსო, მაგრამ გაგვითავდა და ეხლა შიაო, და ჯიბიდან რაღაც ხურდები ამოიღო, მეც ამოვიღე და დედაჩემმაც. იქვე სახინკლე იყო და იქ ვაპირებდით შესვლას, მაგრამ გამეღვიძა საბედნიეროდ :D

No comments:

Post a Comment