Monday, June 7, 2010

07.06.2010 (panpiotar)

გზაზე სიმეტრიულად განლაგებული პატარა გუბეები და დიდი ეკრანი ნაპირეზე. ამერიკულ ფეხბურთს უყურებენ ყვითელმაიკიანი ტიპები. ერთი ტიპპი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. მელოტი იყო და უშველებელი ცხვირი ქონდა. არ ვიცი რატო მაგრამ იმ მომენტში ტასმანაა თქო ვიფიღე, მაგრამ არ იყო ტასმანა. ჩვეულებრივი ტიპი უიყო, აშკარად არაქართველი. გვერდით ვიღაც მომყვებოდა და თქვა - სუ გაუბერეს ამ ქართველებმა, პოლოდან ამერიკულ ფეხბურთზე გადავიდნენო. მე გამეცინა.

...
უკანასკნელი ფრანგული მანქანა. თითქოს სარანგეთში მანქანების გამოშვება შეწყვიტეს. მანქანა მწვანე და მრგვალი ფარები აქვს. საჭე მარცხნივ. უკან ფარები საერთოდ არ აქვს. ამ მანქანაზე ოცნებობენ ყველაზე ფულიანი ტიპები. მაგრამ მხოლოდ სამ ადამიანს ყავს. ორი არ მახსოვს, ერთი ჩემს მეზობელს ყავს... მთელი ცხოვრება ტროლეიბუსით დადიოდა და რა ჩემი ფეხებით იყიდა მანქანაო - ვიღაცამ თქვა. მეორემ უპასუხცა მაგიტომაც დადიოდა ტროლეიბუსით რო ეგ მანქანა ეყიდაო. ხოდა იარე ეხა შენ ტროლეიბუსითო. ეს რო თქვა ისეთი სიცილი ამიტყდა თვალები დამიმძიმდა, ვეღაც ვიხედებოდი, სადრაც მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ მივდიოდი ვერაფერს ვერ ვხედავდი. (სიზმრიდან გამოსვლის დროს რო ხდება ხოლმე) და გამეღვიძა

No comments:

Post a Comment