Sunday, June 27, 2010

27.06.2010 (fee morgana)

ბნელ სარდაფში ვიყავი, ბუნკერს გავდა.. სარდაფში ნესტის და დამწვრის სუნი იდგა.(კარგად ვიგრძენი) ჭერს მთელ სიგრძეზე განლაგებული ხავსიანი სვეტები იჭერდა. ირგვლივ ყველაფერი სველი იყო, მაგიდაც, სკამებიც და იატაკიც. ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა ანუ მოყვითალო კვერცხის ნაჭუჭები ცვიოდა, რომელიც მე წვიმის წვეთები მეგონა. ცოტა ხანში ყველაფერი ნაჭუჭებმა დაფარა. მერე ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსი დავინახეთ.:) (თურმე ცალთვალა ,,თაფლისფერ'' ბიბილოიანი მამალი ყოფილა.) ძლივს დავიჭირეთ და დავკალით. ტირილი დაიწყო, რომ ვხარშავდით მაშინაც ტიროდა და ქვაბიდან გაგვიფრინდა. მერე სრულიად უცხო გარემოში აღმოვჩნდი. ღამე იყო და სადღაც მივდიოდი,სულ მარტო. სიბნელის მიუხედავად, ზოგჯერ ისე ანათებდა მზე ვეღარაფერს ვხედავდი და ბალახებში ვიმალებოდი.

No comments:

Post a Comment