panpiotar@yahoo.com გაგზავნეთ თქვენი სიზმრები ამ მისამართზე და გადაარჩინეთ ისინი სამუდამო დავიწყებისგან
Wednesday, June 23, 2010
22.06.2010 (fee morgana)
სანაპიროზე ვწევარ მზის ჩასვლისას და ზღვას ვუყურებ, რომელიც თეთრი კედების გროვადაა გადაქცეული. კედებს მზის შუქი ხვდება და წითლადაა შეფერილი, მოკლედ, ისე, როგორც დაისის დროს ხდება ხოლმე ზღვა მეწამული. ზღვის ღელვა გამოწვეულია ფეხსაცმელების გახსნილი თასმებით. მე ლექსის დაწერა მინდა, მაგრამ შეეხება თუ არა ფანქარი, ფურცელი მაშინვე იხევა. კლდიდან ფაშისტი ხვლიკი გამოძვრა (მულტფილმს ვუყურე ფაშისტებზე) მეშინია, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება და გავრბივარ ხალხისთვის იმის სათქმელად, რომ ფაშისტები ახლოს არიან, თუმცა ფეხები აღარ მემორჩილება და ქვიშაში ვეფლობი. მეღვიძება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment