Sunday, June 6, 2010

06.06.2010 (LiLaC)

ქართულის გაკვეთილზე ვზივარ ჩემს ძველ საკლასო ოთახში, ოღონდ მასწავლებლის მაგივრად ჩემი ახლანდელი ლექტორია და ზოგიერთ მერხთან კურსელებიც სხედან. ზუსტად არ მახსოვს, მემგონი, რაღაც მუნჯურ ენას იბარებს მასწავლებელი, მე ორიანს მიწერს, მაქსიმალური ნიშანი 5-ია, მაგრამ რომელიღაც სხვა თამთას ექვსიანს უწერს. ძალიან ვბრაზდები, ვამტკიცებ, რომ ყველაფერი კარგად ჩავაბარე...
* * *
"sex and The ciTy"-ს ორი გმირი, კერი და მირანდა, სრულ დეპრესიაში არიან. მე მათთან ვარ სახლში და ვცდილობ დავარწმუნო, რომ თმის შესაღებად წამომყვნენ. არ მახსოვს, გამომდის თუ არა...

* * *
შევდივარ მეგობრის სააბაზანოში, სადაც 3 სარეცხი მანქანა დგას და სამივეში შემძვრალია ჩემი მეგობარი (ერთიდაიგივე, ოღონდ ერთდროულად). მერე, გამოდის და მეუბნება, რომ განსხვავებას ამოწმებდა, ამ სარეცხ მანქანებს შორის. მერე მე ვყოფ ერთერთ მათგანში ფეხს და მეჭედება. ძალიან მტკივა და დიდხანს ვცდილობ, რომ უკან გამოვაძვრინო. შედეგი აქაც არ მახსოვს...

* * *
მეგობრებთან ერთად ვარ ექსკურსიაზე, რაღაც მისტიკურ ადგილას. მძღოლი ავტობუსს აჩერებს, რომ გადავიდე და იქაურობა დავათვალიერო, მაგრამ, მე ვეუბნები, რომ, რადგან ჩემ გარდა ყველას ნანახი აქვს ეს ადგილი, მარტო ჩემ გამო გაჩერება არ ღირს და მივდივართ...

***

მე, ნინო და სალომე ვართ ყვითელ ავტობუსში. მე და ნინო ვიღებთ ბილეთს, სალომე არა. ვუახლოვდებით გაჩერებას და სალომე ხედავს, რომ კონტროლიორები დგანან. მთხოვს, ბილეთი მივცე, მე არ ვუთმობ და ვეუბნები, რომ, კონტროლიორები მას უფრო დაუჯერებენ, რომ ვითომ სკოლის მოსწავლეა. ამოდიან კონტროლიორები, ერთი ახალგაზრდაა, მეორე უფრო ხანში შესული. სალომე ისე ეუბნება, როგორც მე დავარიგე, მაგრამ ახალგაზრდა მაინც უწერს ჯარიმას. მერე მე მივდივარ აპარატთან, ბილეთი საიდანაც გამოდის იმ "ხვრელს" ხელს ვაფარებ და ხურდის ჩაგდების გარეშე ვიღებ ბილეთს. მერე მივდივარ კონტროლიორთან და ვეუბნები, რომ სალომეს ბილეთი ავუღე. ხანში შესული ურჩევს ახალგაზრდას, რომ თავი დაანებოს ჯარიმის გამოწერას. ის თავიდან უარზეა, თუმცა ბოლოს უჯერებს და სანამ ავტობუსიდან ჩავა, ნინოსკენ ტრიალდება და რაღაცას ეუბნება სიმაღლეზე...

No comments:

Post a Comment