Friday, June 25, 2010

25.06.2010 (fee morgana)

დავიძინე. ვიცოდი, რომ გავიღვიძებისთანავე თურქეთში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ეს ქვეყანა პარალელურად კახეთიც იყო, ბათუმიც და რუსეთიც. ჩავჯექი ასაწყობ ტრანსპორტში ( ლეგოს სათამაშოს წააგავდა), რომელსაც იმდენად მაღალი სკამები ჰქონდა, რომ ძალიან არაკომფორტული მეჩვენა. გაზაფხულიც, ზაფხულიც, შემოდგომა და ზამთარიც ერთად იდგა საქართველოში, იმიტომ, რომ ზღვაზეც უნდა წავსულიყავი, ამის პარალელურად კი რთველი მიმდინარეობდა. ვიცოდი რომ ასეთი მოვლენა რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და ამას რატომღაც ,,ბუნიობა'' დავარქვი. გზად საზოგადოებრივ ტუალეტში შევიარეთ, სადაც ,,პოლაროიდი'' სარკე გაიჩითა, ისე ისტერიულად გვიღებდა სურათებს შევწუხდით და სწრაფად გამოვედით გარეთ. (სხვათა შორის, ძალიან მხიარული სარკე იყო, იმიტომ რომ ჩვენს ნერვებზე თამაშით კარგად გაერთო) გამოსვლისას მივხვდი, რომ საფულე მომპარა, მაგრამ უკვე ჩემს ლეგოში ვიჯექი და უკან მიბრუნებას აზრი აღარ ქონდა)მერე კურსი შევცვალეთ და გადავწყვიტეთ LADY GAGA-ს კონცერტზე წავსულიყავით.

No comments:

Post a Comment