panpiotar@yahoo.com გაგზავნეთ თქვენი სიზმრები ამ მისამართზე და გადაარჩინეთ ისინი სამუდამო დავიწყებისგან
Monday, June 14, 2010
14.06.2010 ( fee morgana)
გუსჰინდელი სიზმრიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ ვიღაც ქალმა, სავარაუდოდ ემიგრანტმა დედოფალმა, რომელიც ერთ-ერთი მეცნიერის სამუშაო ოთახში ცხოვროდბა გააჩინა ტყუპები და თვითონ მოკვდა. ახალშობილები თოჯინები იყვნენ, შუშის თვალები და ოქროსფერი მოკლედ თმა ჰქონდათ. ერთ-ერთ მათგანს თვალი მოსტაცა შავმა პუდელმა, ამიტომ ბავშვი მალევე გარდაიცვალა და დედის გვერდით დაასვენეს დიდ საძინებელ ოთახში. ისიც მახსოვს, რომ თოჯინების სიკვდილში დაადანაშაულეს მათი მამა (მეცნიერი). რომელიც მასონთა ლოჟის წევრი იყო. ერთი თვის განმავლობაში ოტახში იყო ჩაკეტილი და 24 საათის განმავლობაში ჯოკერს თამაშობდა სხვა მასონებთან ერთად online ქსელის საშუალებით. მე ამ ხნის მანძილზე კიბეზე დავრბოდი, მაგრამ მე რა შუაში ვიყავი სიზმრის გმირებთან არ მახსოვს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment