Wednesday, June 9, 2010

09.06.2010 (fee morgana)

ჭაობის პირას ვისხედით ისეთ უსიერ ტყეში, რომ მზის შუქი ჩვენამდე ძლივს აღწევდა. ბაყაყების ხმა მესმოდა, ამიტომ ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. ჭაობის პირას მრგვალი მაგიდა და ხუთი სკამი იდგა. მაგიდაზე ჭუჭყიანი პლასტმასის ბოთლები ეყარა და მხოლოდ ერთში ნახევრამდე შავი ღვინო ესხა. ჩემს გვერდით მჯდომი (აღარ მახსოვს ვინ იყო, ან საერთოდ არ მინახავს) მთელ კონა კამის ფოთლებს ჭამდა. ვუყურებდი და ვგრძნობდი როგორ მერეოდა გული, ის კიდევ უფრო მადიანად ილუკმებოდა. ტირილი დავიწყე ეს ბიჭი აქ რატომ წამოიყვანეთ თქო. მერე ძველ თბილისში აგმოვჩნდი მოედანზე, ჩემს ირგვლივ ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ მანქანები განუწყვეტელი სიგნალით. ტროტუარზე გადასვლა მინდოდა,მაგრამ ვერ ვახერხებდი. მერე დავინახე როგორ გადაიქცა ავტობუსი პატარა გოჭად და ბუჩქებში დაიმალა. მე ჩემს დაქალს ვუთხარი, მაგრამ იმან არ დამიჯერა და მითხრა ახლა სიზმარში რომ ხარ იმიტომ დასდევ ავტობუსებს და გოჭებსო.

No comments:

Post a Comment