Sunday, June 6, 2010

06,06,2010, (panpiotar)

საკარნავალოდ ვარ გამოწყობილი და ლიმუნზინით მივდივარ სადღაც. თან მიტყდება, რადგან სმოკინგის მაგივრად ჩვეულებრივი პიჯაკი მაცვია. არც პეპელა მიკეთია და არც ყლინჯი. მოკლედ ძან მიტყდება და ვნერვიულობ. ჩემი თანამგზავრი თორღვაა. კუბოკრული ჟილეტი და ზოლებიანი შარვალი აცვია. ნიღბები მოგვაწოდა მძღოლმა, მაგრამ მე დაბადებისდღის წვეტიანი ქუდი შემხვდა :D თორღვამ მაგრა დამცინა.
ძველ თბილისურ სახლთან გავჩერდით. დახვეული კიბით ავედით და გახუნებულ კარებში შევედით, ისე რომ კარები არავის გაუღია. პირდაპირ გავიარეთ :D მოსაცდელში ვიღაც სირები ისხდნენ. პატარა ოთახში იჯდა დოსტოევსკი :D როგორ მივხვდი რომ დოსტოევსკი იყო არ ვიცი. თორღვა ძველი ნაცნობივით გადაეხვია. მე შემშურდა. დოსტოევსკი სუხარს ჭამდა. მე მაცივარს მივეყუდე. აივანზე მამუკა (ჩემი ძმაკაცის მამა :D ) სვავდა ყანწიტ არაყს. მე გამიხარდა და იმათ მივეკედლე. დოსტოევსკი გარეთ არ გამოსულა. სუფრასთან მე მამუკა და ვიღაც ტიპი ვისხედით. აივანი აშკარად ერთი ჩემი ნაცნობი მღვდლის აივანი იყო. თვითონ არ ჩანდა არსად. ყანწით ღვინო მომაწოდეს. მე არაყი მოვითხოვე. მაგრამ უარი მითხრეს.
მერე სიზმარი გაგრძელდა, მაგრამ აღარაფერი მახსოვს გარდა იმისა, რომ არყის სუნი ვიგრძენი. საერთოდ სიზმრებში რამდენადაც ვხვდები სუნი არაფერს არ აქვს. პახოდუ შნასი არ არის სახლში არაყი არ მაქვს ჩემამდე რო მოსულიყო სუნი :D
საინტერესოა სხვებს გიგრძვნიათ თუ არა სიზმარში სუნი ოდესმე??? ვგონებ საინტერესო თემაა :))

No comments:

Post a Comment