Monday, June 14, 2010

14.06.2010 (panpiotar)

ვიღაც ბავშვი მეჯდა კალთაში. ვეფერებოდი. იქამდე რაღაც ბაღის ბორცვზე ვიჯექი და რომელიღაც ამერიკული ქალაქის ცათამბჯენებს ვუყურებდი. ისიც მახსოვს როგორ ვივსებოდი შურით იმ ადამიანებზე, რომელიც ცათამბჯენების ქვევიდან შეხედვაც შეეძლოთ... მერე ისევ ბავშვს ვეფერებოდი. მოგნი. ამერიკას ვეძახდი. დედამისმა ამერიკას რატო ეძახიო... ბოლოს დედამ გამომართვა და მთხოვა სადღაც წამეყვანა. მერე რატომრაც ქვაბში ჩააწვინა, ქვაბი ცეცხლზე დადგა. ბავშვი მთლიანად დაიფარა წყლით. თვალები გახელილი ქონდა. მე ვუთხარი თვალები მოეხარშებათქო. დედამ ხელი ჩაყო და დაუხუჭა. მერე ქვაბი აიღო და ხელზე დამადო - ეხლა წაიყვანეო. ხელი არ დამწვია. მაგრამ ბავშვი უცბად დაპატარავდა. მგონი ერბოკვერცხად გადაიქცა. მთელი სხეული დაეშალა. ორი პატარა თვალი დაცურავდა წყალში ცალცალკე. მე დავიზმენდი, ვიფიქრე ჩემი ბრალიათქო, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო. დედამისმა მითხრა ეს ტრანსპორტირების ჩვეულებრივი ფორმააო. ტაფა გადამიყირავდა, ერთ თვალი მიწაზე დავარდა. იმდენად პატარა იყო, რომ ძლივს იპოვნა დედამისმა თვალი და უკან უკვე ტაფაში ჩააბრუნა.

No comments:

Post a Comment