Tuesday, June 15, 2010

15.06.2010 (LiLaC)

ვიღაცის პანაშვიდი იყო ჩემი დაქალის სახლში. დათოც იქ იყო და ვცდილობდი მასთან ახლოს მეტრიალა . სახლში ელენესთან ერთად მოვდიოდი, მეგონა დათოც უკან მომყვებოდა და ვცდილობდი, ნელა მეარა, რომ წამომწეოდა. ცოტა ხანში სულ მარტო ავღმოჩნდი, ელენეც ჩამომრჩა. დავჯექი ტროტუარზე და ველოდებოდი, მაგრამ იმათგან არავინ ჩანდა. მერე მანქანების დიდმა კოლონამ ჩამიარა. საჭესთან ჩემი ყოფილი რედაქტორები ისხდნენ, უკან ვიღაც ბავშვები, მაგრამ ჩემები - არა. ბოლოს ავდექი და ისევ უკან დავბრუნდი, მაგრამ იქაც არავინ იყო. დავიწყე რეკვა. ჯერ ელენეს ვურეკავდი, არ მპასუხობდა... მერე წამოვედი სახლში და ცირა დეიდას დავურეკე, ქეთი და გიო თუ მოვიდნენთქო. თან იმაზე ვნერვიულობდი, რომ 9 წამი მქონდა სალაპარაკო (ეს რეალურადაც ასეა:D ) და მოვასწრებდი თუ არა. ხმა ძაან შორიდან მესმოდა, მაგრამ, მგონი, მითხრა, კი, უკვე სახლში არიანო...
მერე მარტო ის მახსოვს, რომ ძალიან მწყდებოდა გული, დათოს რომ ვერ ველაპარაკე :(

No comments:

Post a Comment