Thursday, June 17, 2010

17.06.2010 (fee morgana)

დიდ სასადილო ოთახში ვისხედით ბუხართან. იატაკზე ფერადი ბურთები დახტოდნენ. ეს ბურთები ჩვენი მოჭრილი თავებისგან იყო გაკეთებული, მაგრამ დიდად არ განვიცდიდით უთავოდ დარჩენას და არც კისერი გვტკიოდა. სადღესასწაულოდ გვეცვა და შამპანურს ვსვამდით. მე ვიღაცისგან გავიგე რომ ქალაქში ეპიდემია იყო გავრცელებული ( ადამიანებს თავები ძვრებოდათ), მაგრამ მითხრეს მაინც აღარაფერი გვეშველება და არ ჩავიშხამოთ დღესასწაულიო. მერე ერთერთი ბურთი გადავარდა ფანჯრიდან და ვიღაცამ იყვირა, ნინომ სამუდამოდ დაკარგა თავიო.მე ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე როგორ მიფრინავდა ჰაერში წითელი ბურთი.

No comments:

Post a Comment