Thursday, June 10, 2010

09/06.2010 (LiLaC)

ბავშვები ვართ ჩემი მეგობრის კლასელის ოჯახში. ამ კლასელის ცოლი ორსულადაა და კიდევ ერთი გოგო, ვინც მე მახლავს, ისისც ორსულადაა. ძირითადად, ბავშვებზე ვსაუბრობთ. მერე მიხო (ოჯახის უფროსი :)) ბიჭებს ლუდზე ეპატიჟება
* * *
მე მივდივარ ქუჩაში და ვცნობ ამ ადგილებს. ეს არის სოლოლაკიდან თავისუფლებაზე ჩასასველი გზები. ვფიქრობ, ხომ არ დავურეკო ჩემს ყოფილ შეყვარებულს, რომელიც იქვე ცხოვრობს, მაგრამ, მგონი, არ ვურეკავ. მერე ჩავდივარ მიწისქვეშა გადასასვლელში, მოპირდაპირე კიბეზე ჩამოდის მღვდელი, რომელიც ხმამაღლა რითმავს ლექსს პატრიარქზე.
* * *

დიტო და სალომე (მგონი) სეხდან და ლაპარაკობენ იმაზე, რომ ის გოგო, ვინც მე სკაიპში მომწერა და ნინის სახელით გამეცნო, სინამდვილეში დიტო იყო. მე ცოტა ხნით გავდივარ და რაღაც დარბაზში დათოსთან ერთად manchester united-ის ჰიმნზე ტანგოს ვცეკვავ. ამ დროს ვხედავ, რომ დედაჩემ გარეთ, სკამეიკაზე ზის, მაგრამ ჩემკენ არ იხედება.

No comments:

Post a Comment